მარადიშვილმა „ლოკომოტივი“ წაგებისგან გადაარჩინა

0
24

კონსტანტინე მარადიშვილმა, რომლის საქართველოს ეროვნულ გუნდში დამატებას ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს, რუსეთის მე-4 ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ მარცხისგან იხსნა. მან საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიიღო, მაგრამ ვინაიდან რუსეთის 21-წლამდელებში ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ფიფას რეგულაციებით ჩვენს ნაკრებში მისი გამოძახება ფერხდება.
მოსკოველები შინ სამარას „კრილია სოვეტოვს“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს- 1:1.
სტუმრებიდან 86-ე წუთზე ანგარიში რასკაზოვმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მარადიშვილმა დაახლოებოთ 25 მეტრიდან მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა და დაბალ კუთხეში გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა. „ლოკომოტივი“ 5 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი