„თელავმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო

0
23

„თელავმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, არადა, მანამდე კახურმა გუნდმა სამი თვე გამარჯვების გემო არ იცოდა. თან გასათვალისწინებელია, რომ ორივეჯერ თელაველებმა სტუმრად გაიმარჯვეს.
21-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა სტუმრად გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი წყალტუბოს „სამგურალი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
თელაველებმა ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც ირაკლი რუხაძე მარჯვენა ფლანგზე მასპინძელთა ფეხბურთელს გაექცა და საჯარიმოში შესულმა ზუსტი პასი  მირიან ჯიქის გაუკეთა, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა – 0:1.
გიორგი ჭელიძის შეგირდებმა დარჩენილ დროში მეტოქის კარი ვერ აიღეს და ჩემპიონატის განახლების მერე ჯერ არ მოუგიათ.
„სამგურალი“ 38 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ხოლო „თელავი“ 17 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი