უსმან დემბელე „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელია. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა პარიზელებთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. „ბარსელონამ“ დემბელე პსჟ-ში 50 მილიონ ევროდ გაყიდა. ამ თანხის ნახევარი ფეხბურთელსა და მის აგენტს შეხვდებათ.
კატალონიელებმა დემბელე 2017 წელს დორტმუნდის „ბორუსიადან“ 105 მილიონ ევროდ შეიძინა. 26 წლის ფეხბურთელმა „ბარსას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 185 მატჩში 40 გოლი გაიტანა.





