„ნაპოლიმ“ და კვარაცხელიამ მოსამზადებელი გამარჯვებით დაასრულეს

0
51

„ნაპოლიმ“ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ბოლო ამხანაგური მატჩი იტალიაში კვიპროსის „აპოლონთან“ ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.
კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. მას გოლი არ გაუტანია და საგოლე გადაცემა გაუკეთებია.
„ნაპოლიმ“ ოსიმენის და სიმეონეს გოლებით გაიმარჯვა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-60 წუთზე გახსნა, ხოლო არგენტინელმა ფორვარდმა თავი 70-ე წუთზე გამოიჩინა.
იტალიის მოქმედმი ჩემპიონი სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს სტუმრად „ფროზინონესთან“ ითამაშებს, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის.
ლაშა თაბაგარი