„მანჩესტერმა“ ფრედი „ფენერბაჰჩეს“ მიჰყიდა

0
74

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნახევარმცველი ფრედი თურქეთის „ფენერბაჰჩეში“ გაყიდა, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 30 წლის ფეხბურთელი სტამბოლში დღეს ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. მის სანაცვლოდ მანჩესტერელები 15 მილიონ ევროს მიიღებენ.
ფრედი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2018 წელს დონეცკის „შახტარიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 213 მატჩში 14 გოლი გაიტანა.