მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ სერიოზული ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა.
ესპანური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით. ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარეს ვარჯიშზე მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები გაუწყდა. უახლოეს ხანში მას ოპერაციას გაუკეთებენ.
კურტუას მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადა მოგვაინებით გაირკვევა. თუმცა, ასეთი ტრავმისგან გამოჯანმრთელებას როგორც წესი 6 თვეზე მეტი დრო მაინც სჭირდება.
31 წლის მეკარემ გასულ სეზონში მადრიდელტა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაუშვა.




