გორის „დილას“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შანსი ძალიან შემცირდა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილებმა მე-2 საკვალიფიაკციოე ეტაპის პირველ შეხვედრაში აპოელთან საშინაო მატჩში ცდა არ დააკლეს, რიგ ეპიზოდებში მეტოქეზე უკეტესად გამოიყურებდნენ, განსაკუთრებით მეორე გოლამდე, მაგრამ ორის სავალალო შეცდომის გამო, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
თამაშის დაწყებამდე ორივე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა საკმაოდ ბევრმა გულშემატკივარმა შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
შეხვედრის დებიუტში აპოელის იერიშის დროს გორელთა ნახევარზე მყოფმა მარკინიოსმა მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა „დილას“ საჯარიმოში გახსნილ აპოელის ქართველ კაპიტან გიორგი ქვილითაიას, რომელმაც ვარდნაში თავით ანგარიშის გახსნის შანსი ხელიდან გაუშვა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ტიერი გეილი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და პასი კართან ახლოს მდგომ ონორე გომისს გაუკეთა, რომელიც ბურთს ვერ მიწვდა. ამის შემდეგ ვანდერსონი შეტევის მარჯვენა ფრთაზე მეურვეს გაექცა და გადაცემა აპოელის საჯარიმოში გეილის გაუკეთა, რომელმაც ხეირიანად ვერ დაარტყა.
37-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკის წაქცევის გამო კარიდან დაახლოებით 25 მეტრის მანძილზე დანიშნული საჯარიმო დარტყმა რევაზ ჩიტეიშვილმა შეასრულა და ბურთი ხარიხამ მოიგერია,
ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მარცხენა ფლანგზე მასპინძლებმა თამაშის წესი დააღვიეს და აპოელის ფეხბურთელმა საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელიც ეტოუმ თავით მოიგერია, ხოლო კვიპროსელმა მოთამაშემ ისევ საჯარიმოში დააბრუნა, სადაც თორნიკე ძოწენიძე უხეშად შეცდა, ხოლო ქვილითაია ვარდნაში დარტყმული ევგენი კუჩერენკომ გაანეიტრალა, თუმცა უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კოსტადინოვმა ახლო მანძილიდან ზუსტად დაამატა – 0:1.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა გეილმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბელეციმ ბურთი კუთხუზრზე მოიგერია.
52-ე წუთზე ფარულავამ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და მას მერე რაც ორ მოწინააღმდეგეს შორის „გაძვრა“ საჯარიმოს ხაზდან დაარტყა – აპოელის მეკარემ ბურთი ხელებში მეორე ცდით დააფიქსირა
კვიპროსელთა საპასუხო კონტრშეტევის დროს დალციომ გორელთა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და კუჩერენკომ დაამჯერებლად ითამაშა.
64-ე წუთზე ეფრემმა 25 მეტრიდან საჯარიმო დაარტყა და კუჩერენკომ ბურრთი თავის კუთხეში როგორც იტყვიან „იღლიის ქვეშ“ გაუშვა.
მეორე გოლის მირებიდან ერთ წუთში მიშიკო სარდალიშვილი აპოელის საჯარიმოს სიახლოვეს ერთ მოწინააღმდეგეს გაექცა, მაგრამ სუსტად დაარტყა და ბელეცის პრობლემა არ შექმნია.
74-ე წუთზე ჩიტეიშვილმა თავის ნახევარზე აუტი ძალიან ცუდად ჩააწოდა და ბურთი დალციოს ჩააბარა, რომლის პასის მერე ედუერდომ ხელსაყრელი პოზიციიდან სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. 78-ე წუთზე ჩიტეიშვილმა აპოელის საჯარიმოს ხაზთან ახლოს დანიშნული ჯარიმიდან პირდაპირ კარში გაგზავნა ბურთი, რომელსაც ბელეცი დაეუფლა.
86-ე წუთზე საკუთარ ნახევარზე ჩიტეიშვილის უხეირო გადაცემის შემდეგ ბურთს კვიპროსელი ფეხბურთელი დაეუფლა, რომელიც ალეფ სანტოსმა აკრძალული ილეთით შეასრულა, ხოლო მსაჯმა გორელთა ბრაზილიელი კაპიტანი ბოლო იმედის კარიმისთვის გააძევა.
შეხვედრის მიწურულს გორელები საკუთარ საჯარიმოსთან შეცდნენ და ტომანეს დარტყმული კუჩერენკომ გაანეიტრალა.
„დილა“ კვიპროსში საპასუხო შეხვედრას 17 აგვისტოს ჩაატარებს.
„დილა“ (გორი) – აპოელი (ნიქოზია) 0:2 (0:1)
10 აგვისტო. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
„დილა“: კუჩერენკო; ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, ეტოუ, ვანდერსონი; ფარულავა (სარდალიშვილი 66), ალეფ სანტოსი (კ), ჟან ვიქტორი; გომისი (მზაკვალი 85), კოვტალიუკი (კუხიანიძე 66), გეილი
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო:
აპოელი: ბელეცი; კრესპო, კოსტადინოვი, დვალი; შუშიჩი, ფეტფაციდისი (ვილაფანესი 58), სარფო (ვილსონი 58), შებაკე; მარკინიოსი (ეფრემი 58), ქვილითაია (კ) (ტომანე 74), დალციო.
მთავარი მწვრთნელი: რიკარდუ სა პინტუ
გოლები: 0:1 კრესპო (45), 0:2 ეფრემი (64)
გაფრთხილება: კრესპო (32), კოსტადინოვი (55), ეტოუ (63)
გაძევება: ალეფ სანტოსი (87)
მთავარი მსაჯი: ჟასმინ შაბოტიჩი (ლუქსემბურგი)




