რომის „ლაციომ“ იაპონიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი დაიჩი კამადა დაიმატა, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება,
26 წლის ფეხბურთელი რომაულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, რადგან გაული სეზონის დასრულების შემდეგ, ფრანკფურტის „აინტრახტთან“ კონტრაქტი ამოეწურა. მან იტალიელებთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.
კამადა გერმანულ კლუბში 2017 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 179 მატჩში 40 გოლი გაიტანა. მან ფრანკფურტელებთან ერთად გერმანიის თასი და უეფას ევროპა ლიგა მოიგო.
კამადამ 2019 წლიდან დღემდე იაპონიის ნაკრებში 29-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.





