გულიაშვილი სეზონს „ველეჟში“ დაასრულებს

0
67

გიორგი გულიაშვილი მიმდინარე სეზონს ბოსნიის „ველეჟში“ დაასრულებს. „სარაევომ“, რომელშიც გულიაშვილი გასული სეზონის მეორე ნახევარში „საბურთალოდან“ გადავიდა, მან ბოსნიის ჩემპიონატში 10-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია. ამ სეზონში გიორგი ბოსნიის ჩემპიონატში ერთხელ ითამაშა და კონფერენს ლიგაშიც ქუთაისის “ტორპედოსტან” პირველ მატჩში მოედანზე შეცვლაზე შევიდა.
გულიაშვილს „სარაევოსთან“ კონტრაქტი 2025 წლის მაისის ბოლომდე აკავშირებს. ის „საბურთალოს“ აღზრდილია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატში 79 შეხვედრა გამართა და 11 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი