გვარდიოლი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველია

0
142

იოშკო გვარდიოლმა „მანჩესტერ სიტიში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
ინგლისური კლუბი ხორვატიის ეროვნული ნაკრების უკანახაზელის სანაცვლოდ „ლაიფციგს“ 90 მილიონ ევროს გადაუხდის. ამრიგად, გვარდიოლი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება, ის 2021 წელს „ლაიფციგმა“ ზაგრების „დინამოდან“ 18 მილიონ ევროდ შეიძინა.
გვარდიოლმა „ლაიფციგის“ მაისურით ყველა ტურნირში 88-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.