ლუკა გაგნიძე ინგლისის პრემიერლიგაში მოხვედრაზე ოცნებობს, მაგრამ მიაჩნია, რომ მის სათამაშო სტილს ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები მიესედაგება.. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ამის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა.
„ჩემი აზრით, ყველა ფეხბურთელი ოცნებობს, რომ ერთხელ პრემიერლიგაში მოხვდეს. გამონაკლისი არც მე ვარ. თუმცა, ჩემს სათამაშო სტილს ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები მიესადაგება. ამიტოთ, თავდაპირველად მინდა იქ ვითამაშო. თუმცა, ჩემთვის ნაადრევია წამყვან ევროპულ ლიგაში გადასვლა. თავდაპირველად მოსკოვის „დინამოში“ უნდა გამოვავლინო თავი და განვვითარდე. ახლა „დინამოში“ დიდ გამოცდილებას ვიღებ, რადგან ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ და ვვარჯიშობ.
პოლონეთის „რაკუვში“ იმიტომ გადავედი, რომ ევროპაში სათამაშო პრაქტიკა მიმეღო, თავის სხვა ჩემპიონატში მომესინჯა და ევროთასებზე მეთამაშა. თუმცა, „რაკუვში“ ტრავმა მივიღე, ხოლო როდესაც მივხვდი, რომ იქ აღარ ვითამაშებდი, რუსეთში დაბრუნება გადავწყვიტე“ – განახცხადა გაგნიძემ.
ლაშა თაბაგარი





