წყალტუბოს “სამგურალმა” ბექა დარცმელია და ხორვატი ბარტულ მარკოვინა დაიმატა, ხოლო შალვა ბურჯანაძეს დაემშვიდობა. ამის შესახებ წყალტუბოელთა პრესსამსახური იუწყება:
“წყალტუბოს ,,სამგურალმა” 23 წლის ნახევარმცველი ბექა დარცმელია დაიმატა. ფეხბურთელთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა.ბექა დარცმელია სხვადასხვა დროს თბილისის ,,დინამოს”, თბილისის ,,ლოკომოტივისა” და ავსტრალიური ,,ნიუკასლ ჯეტსის” ღირსებას იცავდა.
,,სამგურალმა” ხორვატული ,,დრაგოვოლიაციდან” 22 წლის მცველი ბარტულ მარკოვინა დაიმატა. ფეხბურთელთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა.

წყალტუბოს ,,სამგურალი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შალვა ბურჯანაძემ დატოვა. ბურჯანაძე ჩვენი კლუბის ღირსებას 2019 წლიდან იცავდა”.






