ლაშა დვალი, რომელიც მიმდინარე სეზონში სოფიას „ცსკა 1948“-ის კაპიტნად დანიშნეს, გამოჯანმრთელდა და ბულგარეთის ჩემპიონატში ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ტრავმის მიზეზით ზედიზედ სამი შეხვედრა გამოტოვა, ხოლო სტუმრად ლიდერ სოფიას „ლევსკისთან“ 0:1 წაგებულ შეხვედრაში შეცვლაზე 46-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე პერეამ გაიტანა.
დვალი „ცსკა 1948“-ში მეორე სეზონია გამოდის. მან გასულ სეზონში ბულგარეთის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 24 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ამ სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონატში 2-ჯერ ითამაშა, ხოლო კონფერენს ლიგაში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





