“ტორპედოს” ახალი მწვრთნელი და სამი ფეხბურთელი დაემატა

0
83

ქუთაისის “ტორპედოს” პორტუგალიელი მწვრთნელი და სამი ახალი ფეხბურთელი შეუერთდა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“სიახლეა “ტორპედოს” სამწვრთნელო შტაბში. კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციას პორტუგალიელი ნილტონ ტეროსო დაიკავებს. პრო ლიცენზიის მქონე გამოცდილი მწვრთნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბში მუშაობდა. კარიერის ძირითადი დრო ინგლისურ „კარდიფში“ აქვს გატარებული, სადაც ის ფიზმომზადების მწვრთნელი იყო. მთავარი მწვრთნელის რანგში კი პორტუგალიური “ოლანენსე” ებარა.
19 წლის შემტევი ეკონგოლო ნკოუმბა კამერუნის აკადემიის აღზრდილია. ეკონგოლომ კლუბში სინჯებზე გამოიჩინა თავი, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

32 წლის მეკარე ფილიპ კლიაიჩი “ტორპედოს” შეუერთდა. კარიერის ძირითადი დრო სერბეთის უმაღლეს დივიზიონში აქვს გატარებული – “რადი”, “პარტიზანი”, “ნოვი პაზარი”. აღასანიშნავია, რომ მის ბოლო კლუბში იგი კაპიტანი გახლდათ.
ტიტულები: სერბეთის ჩემპიონი 2-ჯერ, სერბეთის თასი 4-ჯერ.
ფილიპსა და კლუბს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

მთავარი მწვთნელის სტივ კინის ინიციატივით 23 წლის ნახევარმცველი რაჰმატ აკბარი გუნდს უკვე შეუერთდა და საწვრთნელ პროცესშიც აქტიურად ჩაერთო. ფეხბურთელს ავსტრალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ამჟამად ის ავღანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია. კარიერის განმავლობაში გამოდიოდა ავსტრალიურ კლუბებში, მისი ბოლო კლუბი “ბრისბეინ როარი” იყო.
რაჰმატსა და კლუბს შორის წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გაფორმდა.