კაკაბაძის „კრაკოვიას“ ზედიზედ მეორე მარცხი

0
2

„კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძე, პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. მე-7 ტურში კრაკოველები საკუთარ მოედანზე ზაბჟეს „გურნიკთან“ 0:1 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე პენალტიდან ურბანსკიმ გაიტანა. „კრაკოვია“ 8 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი