ირლანდიური ფეხბურთის ლეგენდა „მაკაბის“ გაწვრთნის

0
22

ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რობი კინი თელ ავივის „მაკაბის“ გაწვრთნის, რის შესახებ ებრაული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
42 წლის კინმა „მაკაბისთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და უახლეს დღეებში ისრაელში ჩავა, რათა მუშაობას შეუდგეს.
მას მანამდე მთავარ მწვრთნელად არასოდეს უმუშავია. კინი 2018 წელს ინდოეთის ატკ-ში მოთამაშე-მწვრთნელი მას მერე გახდა, რაც ტედი შერინგემი თანამდებობიდან დაითხოვეს. ამ რანგში მან 3 შეხვედრა ჩაატარა და გუნდი სეზონის დარულების მერე დატოვა.
ის 2018-2020 წლებში ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა. ანალოგიური თანამდებობა 2019-2020 წლებში „მიდლსბროში“ კავა, ხოლო 2023 წელს – „ლიდსში“.
კინმა კარიერის განმავლობაში ირლანდიის ნაკრებში 146 მატჩი ჩაატარა და 68 გოლი გაიტანა. იგი ამ მაჩვენებლით ირლანდიელთა ყველა დროის რეკორდსმენია.