ოფიციალურად: გიუნდოგანი „ბარსელონას“ ფეხბურთელია

0
44

ილკაი გიუნდოგანი „ბარსელონაში“ გადავიდა, რის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსახური იუწყება.
გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა ახალ გუნდს, რომელთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გააფორმა. კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად ერთი წელი გაგრძელდება. გიუნდოგანის ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროა.
32 წლის ფეხბურთელი „სიტიშ“ 2016 წლიდან თამაშობდა და ინგლისური გუნდის მაისურით 15 ტიტული მოიგო, მან მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 304 მატჩში 60 გოლი გაიტანა.