„ვულვზმა“ ნევეში სარეკორდო ფასად გაყიდა

0
54

„ვულვერჰემპტონმა“ ნახევარმცველი რუბენ ნევეში საუდის არაბეთის კლუბ „ალ ჰილალში“ გაყიდა. 26 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ვულვზის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს ტრანსფერი კლუბის ისტორიაში სარეკორდია. პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, „ალ ჰილალმა“ ნევეშში 55 მილიონი ევრო გადაიხადა.
ის „ვულვზში“ 2017 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 263 მატჩში 30 გოლი გაიტანა, პლუს 13 საგოლე პასი გააკეთა.