საქარრთველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
A ჯგუფის მე-2 ტურში რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბელგიის ძალიან ლიერ ნაკრებთან მატჩის ისეთი ფრე დააფიქსირა, რომელზეც იტყვიან ხოლმე – გამარჯვების ტოლფასიაო. ჩვენმა 21-წლამდელებმა ქულა ისეთ შეხვედრაში აიღეს, რომლის პირველი ტაიმის შემხედვარე ამას ნაკლრებად თუ ვინმე იწინასწარმეტყველებდა. სტადიონზე დასწრების მხრივ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე რეკორდი დამყარდა და 41788 გულშემატკივრები ნამდვილად იმსახურებდნენ ისეთ თამაშს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა განსაკუთრებით მეორე ტაიმში აჩვენა.
მატჩის მე-5 წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილმა მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწოა, ზურიკო დავითაშვილთან „კედელი“ გაითამაშა და საჯარიმოს გარედან სახიფათოდ, მაგრამ ცოტა არაზუსტად დაარტყა.
მე-15 წუთზე ვრანქსმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი დე კუიპერი მოძებნა, რომელიც დავითაშვილს „გაეპარა“ და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
26-ე წუთზე ბელგიელთა ნახევარზე დავითაშვილმა წამოიწყო შეტევა, რომელიც დარტყმით თავად დაასრულა და მოწინააღმდეგე ფეხბურთელის ფეხიდან ბურთი მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. ორ წუთში ბელგიელტა კონტრშეტევის დროს დე კეტელაარმა კარგი პასი მისცა ოპენდას, რომლის სახიფათიდ დარტყმული ბურთი გიორგი მამარდაშვილმა ნახტომში მოიგერია.
29-ე წუთზე კუთხური ირაკლი აზაროვმა და გიორგი მოისწრაფიშვილმა გაითამაშეს, ამ უკანასკნელის ჩაწოდების შემდეგ კი, ბელგიელთა საჯარიმოში მყოფმა ივა გელაშვილმა ვარდნაში არაზუსტად დაარტყა.
37-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან სიკემ ჩააწოდა და მამარდაშვილის ცუდად მოგერიებული ბურთი ახალო მანძილიდან რამაზანმა კარში ვერ გადაგზავნა. ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ კეიტას დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, მაგრამ ბელგიელთა შეტევა გაგრძელდა და მარცხნიდან დე კუიპერის გადაცემის შემდეგ რამაზანიმ თავით ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამე გაზარდა.
მეორე ტაიმში სვანაძემ მოედანზე გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ნიკა გაგნიძემ შეიმოიყვანა, ამ ცვლილებებმა გაამართლა, რაც საბოლოო შედეგზე აისახა.
52-ე წუთზე საქართველოს ნაკრების იერიში საჯარიმოს გარედან წიტაიშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა – 1:2. 58-ე წუთზე წიტაიშვილმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც შექმნილი არეულობით ალექსანდრე კალანდაძემ ისარგებლა და შემოტრიალებით დაარტყა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა.
გულშენატკივრების გულმხურვაე მხარდაჭერის ფონზე, საქართველოს ნაკრებმა ზეწოლა გააძლიერა და დავითაშვილმა ძალიან კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ აზაროვი დატოვა, რომელმაც ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა – ქართველი გარემარბის სუსტი დარტყმული მეკარემ გაანეიტრალა.
საპასუხო იერიშის დროს, კეიტა მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს ხაზიდან ახლო კუთხეში დაარტყა, მაგრამ მამარდაშვილმა ისევ საიმედოდ ითამაშა. 67-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ მოწინააღმდეგესთან ორთაბრძოლის დროს მარჯვენა მუხლი დაიზიანა და მოედნიდან საკაცით გაიტანეს. მის ნაცვლად თამაშში გიორგი გულიაშვილი ჩაერთო.
76-ე წუთზე ბელგიას ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც ოპენდამ დროულად შეაყოლა პასი ჩვენი ნაკრების საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილა დე კეტელარს, რომლის დარტყმული ბურთი ბადეს გარედან მოხდა.
84-ე წუთზე წიტაიშვილი მარჯვენა ფრთაზე ზედ კუთხურის ხაზზე ბელგიელ მოთამაშეს გაექცა და კარის წინ გულიაშვილი მონახა, რომელსაც გოლკიპერმა არ გაატანინა.
87-ე წუთზე აზაროვმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი თავზე „დაასვა“ კართან ორ მეტრში მდგომა გულიაშვილს, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა – 2:2. ამ დროს სტადიონი კინაღამ „დაინგრა“.
საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში ლიდერია. ბელგია 2 ქულით მეორე ადგილზეა. „მიხეილ მესხზე“ პარალელურად მიმდინარე შეხვედრა პორტუგალიასა და ნიდერლანდებს შორის 1:1 დასრულდა – ნიდერლანდები 2 ქულით მესამეა, ხოლო პორტუგალია ქულით ბოლოა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-3 მატჩს 27 ივნისს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ნიდერლანდებთან ჩაატარებს.
საქართველო-ბელგია 2:2 (0:2)
24 ივნისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
საქართველო: მამარდაშვილი; საზონოვი, გელაშვილი (ლომინაძე 81), კალანდაძე; ხვადაგიანი (გოჩოლეიშვილი 46), ლ. გაგნიძე (ნ. გაგნიძე 46, გულიაშვილი 73), მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი (წიტაიშვილი 46), აზაროვი; დავითაშვილი, გაგუა
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
ბელგია: ვანდევურდტი; სიკე (ვან დერ ბრემპტი 82), დებასტი (ალ დახლი 79), დე ვინტერი, დე კუიპერი; დე კეტელარე, კეიტა, ვრანქსი, ბალიკვიშა; ოპენდა, რამაზანი (რასკინი 73)
მთავარი მწვრთნელი: ჯეკი მატისენი
გილები: 0:1 დე კუიპერი (15), 0:2 რამაზანი (38), 1:2 წიტაიშვილი (52). 2:2 გულიაშვილი (87)
გაფრთხილება: გოჩოლეიშვილი (59), კალანდაძე (84), აზაროვი (90), მამარდაშვილი (90) – ვრანქსი (73), დე ვინტერი (90), ვან დერ ბრემპტი (90)
მთავარი მსაჯი: დუჯე სტრუკანი (ხორვატია)

ლაშა თაბაგარი





