საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში მეორე ამხანაგური მატჩიც წააგო.
ამჯერად, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსს თანატოლებს დაუპირისპირდა და 2 უპასუხო ბურთი გაუშვა.
ბელარუსებმა ანგარიში მატჩის პირველ წუთზე გახსნეს, ხოლო მეორე გოლი 87-ე წუთზე გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანთან 1:2 დამარცხდა.
ამ ფორმაციის ნაკრები, ჩრდ. ირლანდიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში – ესპანეთს, კვიპროსს და მოლდოვას შეხვდება. ჯგუფურ ეტაპს (15-21 ნოემბერი) საქართველო უმასპინძლებს. ჯგუფიდან ელიტ რაუნდში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები გავლენ.
ლაშა თაბაგარი





