შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდა და თბილისის „დინამოს“ მეტოქის ვინაობა გაირკვა. საქართველოს ჩემპიონი ევროთასზე გამოსვლას ყაზახეთის დედაქალაქის კლუბ „ასტანასთან“ დაპირისპირებით დაიწყებს.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს სტუმრად ყაზახეთის დედაქალაქში გამართავს, საპასუხოს კი – შინ.
მატჩები კი 11 და 18 ივლისს გაიმართება.




