ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტეს მიაჩნია, რომ დღეს ენსხედეში ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიასთან გასამართი მატჩის ბედს წვრილმანები გადაწყვეტს.
„გუნდი სრულყოფილი ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ საუცხოო თამაში გველოდება. ჩვენი აზრით ახალი, ძლიერი და განუმეორებელი საფეხბურთო ბრენდის შესაქმნელად სწორ გზაზე ვართ.
იტალიასთან მატჩი თანაბარი იქნება, რადგან ჩვენ დაახლოებით ერთ დონეზე ვართ. გუნდების მახასიატებლები ერთმანეთს საკმაოდ ჰგავს. ასე რომ მატჩის ბედს წვრილმანები გადაწყვეტს. ვეცდებით მეტოქეს ამ წვრილმანებში ვაჯობოთ, რადგან წარმატების საწინდარი ესაა“ – იუწყება დე ლა ფუენტეს ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ესპანეთი-იტალიის დაპირისპირება ენსხედეში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი




