ყაზაიშვილის მეორე დუბლი სეზონში

0
55

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში თავისი მეორე დუბლი შეასრულა.
მე-18 ტურში „ულსანმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის „ჯეჯუ“ მიიღო და 5:1 დაამარცხა.
32-ე წუთზე ყაზაიშვილმა კარგი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში გახსნილ თანაგუნდელს, რომელიც მცველმა წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტიდან ქართველმა ანგარიში გახსნა.
71-ე წუთზე ყაზაიშვილის გადაცემის შემდეგ „ულსანის“ ფეხბურთელმა ანგარიშში სხვაობ ოთხ ბურთამდე გაზარდა – 4:0.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ყაზაიშვილმა პარტნიორთან მარჯვენა ფრთაზე „კედელი“ გაითამაშა და საჯარიმოში შესულმა მარცხენა ფეხით სტუმრების კარი კიდევ ერთხელ აიღო.
ვაკომ ამ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი მიითვალა, როდესაც შარშან ამდენი გოლი 37 შეხვედრაში გაიტანა. მისთვის ყველაზე შედეგიანი პირველი სეზონი იყო, როცა 34 შეხვედრაში თავი 9-ჯერ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი