ბრაიმ დიასი მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა, რის შესახებ ესპანური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
23 წლის ესპანელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. „რეალმა“ დიასი 2019 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ 17 მილიონ ევროდ იყიდა. ესპანელმა ნახევარმცველმა მადრიდელთა რიგებში გატარებულ ორ სეზონში ყველა ტურნირში 22-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. ის ბოლო სამი სეზონში „მილანში“ იჯარით გამოდიოდა – 124 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 18-ჯერ აიღო. მან 2021-2022 წლების სეზონში მილანელებთან ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო.




