პსვ-ს მთავარი მწვრთნელი პეტერ ბოში იქნება

0
26

პსვ-ს ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბიდან წასულ რუდ ვან ნისტელროის 59 წლის პეტერ ბოში შეცვლის.
მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დასრულდა და კონტრაქტი უახლოეს ხანში გაფორმდება. ბოშის მისვლის შემდეგ პირველი ვისაც პსვ შეიძენს, „აუგსბურგის“ ფორვარდი რიკარდო პეპია.
ბოში ბოლოს ფრანგულ „ლიონს“ ავარჯიშებდა, სადაც მთავარ მწვრთნელად 2021 წლის ზაფხულში დანიშნეს და 2022 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.