„სელტას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კარლუშ კარვალიალი დაითხოვეს. ვიგოელებმა 57 წლის პორტუგალიელ სპეციალისტან კონტრაქტი შეწყვიტეს.
კარვალიალი ესპანურ გუნდს სათავეში 2022 წლის ნოემბრიდან ჩაუდგა და ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა, მისი თავკაცობით „სელტამ“ ესპანეთის ლა ლიგაში 10 თამაში მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 11 წააგო. ვიგოელებმა ჩემპიონატი მე-13 ადგილზე დაასრულეს და ფაქტობრივად ბოლო ტურამდე გავარდნის რისკის ქვეშ იყვნენ.



