მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
59

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ახალ მთავარ მწვრთნელად ხერარდო სეოანე დანიშნეს.
44 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა გერმანულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სეოანემ „ბორუსიაში“ დანიელ ფარკე შეცვალა. მის სამწვრთნელო შტაბში პატრიკ შნარვილერი და ფიზმომზადების მწვრთნელი ნიკოლას დიონი შევლენ.
გარდა ამისა, ცვლილება „ბორუსიას“ კლუბის სტრუქტურაშიც მოხდა. კლუბის სპორტული დირექტორი 34 წლის ნილს შმადტკე იქნება, რომელიც ბოლოს „ვოლფსბურში“ მთავარ საკუატად მუშაობდა.
ფილიპ შიუტცენდორფი, რომელიც „ბორუსიას“ ანალიტიკური სამსახურის უფროსი იყო, კლუბის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი გახდა. მისი ფუნქცია ნიჭიერი ფეხბურთელების განვითარება, ვიდეოსა და მონაცემების ანალიზია.
სეოანე ბოლოს ლევერკუზენის „ბაიერში“ მოღვაწეობდა – 2021 წლის მაისიდან 2022 წლის ოქტომბრამდე. მისი ხელმძღვანელობით „ბაიერმა“ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, რაც ბოლო 7 წელიწადში გუნდის მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. მანამდე, სეოანე „იანგ ბოიზს“ ავარჯიშებდა, რომელსაც შვეიცარიის ჩემპიონატი 3-ჯერ, ხოლო თასი ერთხელ მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი