პაოლო მალდინი საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ტექნიკური დირექტორის თანამდებობიდან დაითხოვეს. მასთან ერთად კარისკენ სპორტულ დირექტორ ფრედერიკ მასარასაც მიუთითეს.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „მილანის“ მეპატრონე ჯერი კარდინალემ ორივეს განუცხადა, რომ ისინი ორგანიზაციის სამომავლო გეგმაში არ ჯდებიან და ამიტომ გაათავისუფლეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება იმანაც განაპირობა, რომ მალდინის ერთი მხრივ რთული ურთიერთობა ჰქონდა მასარასთან, ხოლო მეორე მხრივ კარდინალესთან.
გარდა ამისა, მალდინის სურდა დამოუკიდებლად უფრო მეტი გადაწყვეტილება მიეღო და ახალი ფეხბურთელების შესაძენად გამოყოფილი თანხა გაეზარდა. თუმცა, კლუბის მეპატრონეებს ტრანსფერებზე დიდი ფულის დახარჯვა არ უნდა და დღევანდელი ბიზნეს-მოდელის შენარჩუნება სურთ. ამასთანავე, მათ მალდინის მიუთითეს, რომ შარლ დე კეტელარეს ტრანსფერმა, რომელზეც გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი დაიხარჯა, არ გაამართალა.



