მასიმილიანო ალეგრიმ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შეინარჩუნა.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუკა დი მარციო იუწყება, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა ორშაბათს 55 წლის სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელება დაადასტურეს. ამის ერთ-ერთი ეკონომიკური ხასიათისაა და იმ სოლიდურ კომპენსაციის გადახდას უკავშირდება, რომელსაც კონტრაქტის მიხედვით კლუბს დათხოვნის შემთხვევაში ალეგრისთვის მოუწევს. იტალიელ მწვრთნელს „იუვესთან“ ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში ტურინელებმა იტალიის სერია A-ში მე-7 ადგილი დაიკავეს, მას მერე, რაც ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულეს და 10 ქულა დააკლეს. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა, ხოლო ევროპა ლიგის ნახევარფინალში „სევილიასთან“ წააგო. გარდა ამისა, ტურინელები იტალიის თასს ნახევარფინალში დაემშვიდობნენ.



