გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონი გამარჯვებით დაასრულა. გრაცელებმა ბოლო ტურში ლასკ-ის მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
27-ე წუთზე ანგარიში გაზიბეგოვიჩმა გახსნა, ხოლო პრასმა 38-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო.
კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. განვლილ სეზონში „შტურმმა“ მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გარდა ამისა, გრაცელებმა ავსტრიის თასი მოიგეს. კიტეიშვილმა ტრავმის გამო ჩემპიონატში მხოლოდ 20-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი


