ბენზემა „რეალიდან“ წავიდა

0
85

ქარიმ ბენზემა მადრიდის „რეალიდან“ წავიდა, ამის შესახებ ესპანური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
„რეალს“ სურს მადლობა გადაუხადოს იმ ადამიანს, რომელიც უკვე ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდაა. 6 ივნისს „რეალ მადრიდ სითიში“ ბენზემას გაცილების ცერემონია კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის თანდასწრებით შედგება“ – ნათქვამია „რეალის“ ოფიცილურ განცხადებაში.
ფრანგი თავდამსხმელი მადრიდულ კლუბში 2009 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 647 მატჩში 353 გოლი გაიტანა, პლის 165 საგოლე გადაცემა გააკეთა.
35 წლის ბენზემამ „რეალის“ შემადგენლობაშ 25 ტიტული მოიგო, რაც კლუბის რეკორდია. მან 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში, 5-ჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში, 4-ჯერ ევროპის სუპერთასზე, 4-ჯერ ლა ლიგაში, 3-ჯერ ესპანეთის თასზე და 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, ბენზემამ 2022 წერლს „ოქროს ბურთი“ მოიპოვა.
ცნობისთვის, ბენზემამდე „რეალ;ი“ სეზონის დასრულების შემდეგ მარკო ასენსიომ და ედენ აზარმა დატოვეს.
ლაშა თაბაგარი