ლუკა გადრანმა ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
მე-12 ტურში „აქტობე“ თავის მოედანზე ყარაგანდის „შახტიორს“ დაუპირისპირდა და გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნების თვალწინ 2:0 გაიმარჯვა.
ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 71-ე წუთზე როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, მეტოქის კარი აიღო – შეტავაში ჩართულმა სტანდარტულის გათამაშების შემდეგ ბურთს კარის შორეულ ძელთანა მიასწრო და ბადეში შეაგდო.
„შახტიორში“ ნახევარმცველმა თემურ ჩოგაძემ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა, ხოლო მცველმა ანტონ თოლორდავამ 28-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
გადრანი განვლილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ის „აქტობეში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 12 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი



