აშვეთია: “სამგურალისთვის” ნიჭიერი ახალგაზრდების მოძიება მნიშვნელოვანია”

0
35
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც წყალტუბოს ,,სამგურალის” 5 ფეხბურთელი – ნოდარ ყალიჩავა, ნოდარ ლომინაძე, ნიკა ხორხელი, ლუკა ხორხელი და ლადო ჩიხრაძე მოხვდა.
წყალტუბოური კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ,,სამგურალიდან” ახალგაზრდულ ნაკრებში აღნიშნული რაოდენობის ფეხბურთელია მიწვეული.
კლუბის სპორტული დირექტორი მიხეილ აშვეთია ამ ფაქტს კლუბის სწორი პოლიტიკით ხსნის:
მიხელ აშვეთია: “სასიხარულოა, რომ ჩვენი გუნდიდან 21 წლამდე ნაკრებში 5 ფეხბურთელია მიწვეული. ძალიან კარგი ფაქტია როგორც გუნდისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ძალას არ დაიშურებენ, რომ განაცხადში მოხვდნენ და 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშონ.
თითოეულმა მათგანმა დიდი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში და იმ შედეგში, რაც დღემდე გვაქვს. მათი გვეიმედებოდა და გაამართლეს კიდეც.
ზოგადად, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნიჭიერი ახალგაზრდების მოძიება და მათი ინტეგრირება, როგორც გუნდში, ასევე, ეროვნული ნაკრებში.
ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის კლუბის პრეზიდენტს ბატონ მიხეილ იაშვილს, გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭელიძეს და მის სამწვრთნელო შტაბს. ჩვენს კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენისა და განვითარების შანსი ეძლევათ და ისინი ამ შესაძლებლობას კარგად იყენებენ”.