სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ხვიჩა ყაზაიშვილის „ულსანის“ 8-მატჩიანი წაუგებელი (6 გამარჯვება და 2 ფრე) შეწყდა.
მე-16 ტურში მოქმედი ჩემპიონი „ულსანი“ „ჩონბუკს“ ესტუმრა და 2 უპასუხო გოლი გაუშვა. ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და არ შეუცვლიათ. მან მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის პირველობაზე 15-ჯერ (10-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 5 გოლი გაიტანა,
წაგების მიუხედავად „ულსანი“ 38 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „სეულს“ 11 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი


