„ქარაგიუმრუქმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბა საბა ლობჟანიძე ჩემპიონატის დასრულებამდეა განათხოვრებული, ბოლოსწინა 37-ე ტურში სტუმრად „ქონიასფორთან“ 1:1 ითამაშა.
ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები მე-40 წუთზე მორენომ დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე დიანემ საპასუხო ბურთი გაიტანა.
ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონი „ჰათაისფორში“ დაიწყო, სადაც 21 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჰათაის პროვინცია ძალიან დაზარალდა და „ჰათაისფორმაც“ ჩემპიონატში დროებით გამოსვლა შეწყვიტა. ამის გამო 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „ქარაგიუმრუქს“ მიაშურა, რომლის შემადგენლობაში 9-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. მან განვლილ სეზონში 6 საგოლე პასი გააკეთა.
“ქარაგიუმრუქი” 48 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი



