გიორგი ჭელიძის ხელმძღვანელობით წყალტუბოს „სამგურალმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე გამარჯვებით დაასრულა.
მე-17 ტურში წყალტუბოელები „სამტრედიას“ ესტურნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. თავდაპირველად ანაგრიშის გახსნა მასპინძლებს შეეძლოთ, როდესაც კუთხური ჩააწოდეს და ვარლამ კილასონიას თავურის შემდეგ „სამგურალის“ მცველ ომარ პატარკაციშვილს ბურთი ხელში მოხვდა, რასაც პენალტი მოჰყვა. თუმცა, თავად კილასონიას შესრულებული თერთმეტმეტრიანის მერე, მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მისგან მარცხენა დაბალ კუთხეში წასული ბურთი მოიგერია.
48-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიტოვა, შემდეგ მეორე, რასაც საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 0:1.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ლადო ჩიხრაძე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მას მერე რაც სამ მეტოქეს გაცდა, საბოლოო წერტილი დასვა – 0:2.
„სამგურალი“ 35 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვკის გაწვრთნილი „სამტრედია“ 11 ქულით მეცხრეა.
გაგა კირკიტაძის თავკაცობით „გაგრა“ ბათუმში ანგისასს ბაზაზე ქობულეთის „შუქურას“ ესტუმრა და უხვგოლიან შეხვედრაში 3 ქულა აიღო.
შეხვედრის მე-14 წუთზე კახაბერ კაკაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და მეკარე გოგი კულუას უხეში შეცდომის შემდეგ, ბურთი კარში აღმოჩნდა.
34-ე წუთზე მასპინძლების რამდენი სვლიანი კომბინაციის შემდეგ, მიშიკო სარდა;ლიშვილმა სტუმართა საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ჯანელიძე გაიყვანა, რომელმაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან გაათანაბრა – 1:1.
ანგარიშის გათანაბრებიდან ერთ წუთში სარდალიშვილმა „გაგრელთა“ საჯარიმოში გახსნილი დავით მუჯირი მოძებნა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი ლუკა ნოზაძეს ფეხში მოხვდა და ბადეში შევარდა.
სამ წუთში „შუქურას“ კონტრშეტევის დროს სამხრეთ აფრიკელი ბანტუ მზაკვალის პასი მუჯირი მეკარესთან პირისპირ დარჩა და დუბლი შეასრულა.
მოედანზე განვითარებული მოვლენებიდან ძნელად თუ ვინემე იფირებდა, რომ სტუმრები თამაშს გადარჩენდნენ, მაგრამ მათ მხსნელად ზურაბ მუსელიანი მოევლინათ, რომელმაც კარიერაში ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი ჩაატარა,
52-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან ვასილ ხოსიტაშვილის ჩაწოდების შემდეგ, ზურაბ მუსელიანმა მოწინააღმდეგის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მცველს მოუგო და თავით გაიტანა – 2:3.
55-ე წუთზე ანგისასზე ისეთი გოლი გავიდა, რომელსაც ხელს ნებისმიერი ევროპული გრანდი მოაწერდა – ნოზაძემ მარცხენა ფლანგზე დიაგონალური გადაცემა ლებან ჟორდანოას გაუკეთა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა მუსელიანისკენ. ამ უკანასკნელმა კი ასევე ჰაერიდან დაარტყა და ანგარიშში თანაფარდობა აღსდგა.
84-ე წუთზე რომან ჩაჩუამ თავის საჯარიმოში მუსელიანი წააქცია და დაზარალებულმა პენალტი თავად გაიტანა – 3:4.
„გაგრა“ 14 ქულით მეშვიდეა, ხოლო „შუქურა“ 12 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი





