გიორგი გველესიანმა ირანში სეზონი „ოქროს დუბლით: დაასარულა. „პერსეპოლისმა“, რომლის ერთ-ერთ წამყვანი ფეხბურთელი ქართველი მცველია, ირანის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, თასის ფინალში „ესტეღლალი“ 2:1 დაამარცხა.
განვლილ შეხვედრაში, რომელსაც 100000 მაყირებელი და ფიფას პრეზიდენტი ჯან ინფანტინო დაესწრო, „პერსეპოლისმა“ ანგარიში 30-ე წუთზე ტორაბის დარტყმის შემდეგ გახსნა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-11 წუთზე მოჰამადმა საპასუხო ბურთი გაიტანა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. 110-ე წუთზე ალისჰაჰმა „ესტეღლალის“ კარი აიღო და თავის გუნდს თასი მოაგებინა. გველესიანმა ფინალი შეუცვლელად ჩაატარა. მან განვლილ სეზონში თასზე ოთხი გოლი მიითვალა, ხოლო ჩემპიონატის 29 მატჩში თავი 6-ჯერ გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ გველესიანი 2022-2023 წლების სეზონში ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად აღიარეს.
32 წლის გველესიანი „პერსეპოლისში“ გადასვლამდე თითო სეზონი „ზობ აჰანში“ და „ნასაჯში“ გამოდიოდა, ხოლო 3 წელი „სეპაჰანში“ გაატარა.
ლაშა თაბაგარი





