ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა „საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე რუსთავში თბილისის „დინამოსთან“ გამარჯვებით დაასრულა. საბურთალოელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს, ხოლო მეორე წრეში საერთოდ არ დამარცხებულან – 7 თამაში მოიგეს და 2 ფრედ დაასრულა. თავის მხრივ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით „დინამომ“ მიჯრით მეორე შეხვედრაში ქულა ვერ აიღო და მე-5 ადგილზე დაქვეითდა. „საბურთალო“ ვიდრე ბათუმის „დინამოს“ და „ტორპედოს“ მატჩი დასრულდება გალიდერდა. თეთრაძის გუნდს მეორე წრეში მინიმუმ მეორე ადგილი გარანტირებული აქვს.
22-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან გიორგი ხარაიშვილის კარგი გადაცმის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილ იმრანს ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
28-ე წუთზე, გვინეელი უსმანე კამარა შევიდა „საბურთალოს“ საჯარიმოში და ბურთს რომელიც ფეხში ივა გელაშვილს მოხვდა კარში გასვლის უფლება ნახტომში ლაზარე კუპატაძემ არ მისცა.
33-ე წუთზე მაარცხენა ფლანგიდაან ლუკა ლაკვეხლიანმა შეუტია და საჯარიმპშო ხარაიშვილი მოძებნა, რომელმაც რთული პოზიციდან თავით არაზუსტად დაარტყა.
35-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს დაახლოებით 25 მეტრიდან მახვილი კუთხიდან პირდაპირ კარში გაგზავნა ბურთი, რომელიც დავით კერესელიძემ კუთხურზე გაჭორვებით უკუაგდო.
მე-40 წუთზე „დინამოს“ კონტრშეტევის დროს დავით სხირტლაძე შეტევის მარჯვენა ფლანგზე გიორგი ჯგერენაიას გაცდა და მისი ჩაწოდების შემდეგ იმრანმა ვარდნაში თავით ცუდად დაარტყა, არადა. ამ ეპიზოდში ჯობდა ახლო მანძილიდან ბურთი კარში ფეხით გაეგზავნა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ჯნჯოლავამ ჯარიმა ისევ სახიფათოდ შეასრულა და კერესელიძემ ბურთი კუთხურზე უკუაგდო. ერთ წუთში ჯინჯოლავამ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და ივა გელაშვილის თავურის მერე, კერესელიძემ „დინამო“ გოლის გაშვებისგან იხსნა.
„დინამოდან“ საბურთალოელებს ანზორ მექვაბიშვილმა უპასუხა, რომელმაც ცრუ მოძრაობით ერთი მეტოქე ჩამოცილა და მარცხენა ფეხით საჯარიმოს ხაზიდან მცირედ აარზუსტად დაარტყა.
53-ე წუთზე დინამოელებმა მასპინძლების საჯარიმოში ბურთი კარგად გაითამაშეს და გიორგი მოისწრაფიშვილის პასის შემდეგ უსმანე კამარამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა.
69-ე წუთზე ნიკა მალი ბურთის დაუფლებას ცდილობდა, რომ კერესელიძე კარიდან გაუმართლებლად გამოვიდა და იური ტაბატაძე წააქცია, რომელიც მალისთვის ხელის შეშლას ცდილობდა – მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა პენალტი დანიშნა. ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში თავისი მეშვიდე პენალტი შეასრულა და მეექვსე გაიტანა – მის ანგარიშზე 7 გოლია.
გოლის გაშვებიდან ცოტა ხანში ხარაიშვილი ერთ დინამოელს გაექცა და საჯარიმოს გარედან დაარტყა – ბურთმა გვერდით ძელს ახლოს ჩაუარა.
მე-80 წუთზე მარჯვნიდან ხარაიშვილმა „საბურთალოს“ საჯარიმოში მოისწრაფიშვილი მოძებნა, რომლის თავურის მერე კუპატაძემ თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.
87-ე წუთზე „დინამოს“ საჯარიმოში გურამ გოშთელიანის და საბა ხცადაგიანის ორთაბრძოლის დროს, მასპინძელთა თავურის შემდეგ სტუმართა მცველს ბურთი ხელში მოხვდა, რაც ყრუაშვილმა რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ პენალტად მიიჩნია. ტაბატაძე მოედანზე არ იყო და „დინამოს“ კარში მეორე პენალტი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მალის პასის შემდეგ გიორგი მაისურაძის საჯარიმოს კუთხიდან დარტყმული ბურთი ფეხზე ჯინჯოლავას შეეხო და კარში აღმოჩნდა.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „საბურთალომ“ ამ სეზონში „დინამოს“ მეორე მატჩიც მოუგო.
“დინამო” მეორე წრეში 3 მატჩი უშუალოა კონკურენტებთან წააგო, 4 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
ლაშა თაბაგარი





