„სევილიას“ მთავარი მწვრთნელის ხოსე ლუის მენდილიბარის თქმით, 31 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გასამართ ევროპა ლიგის ფინალში „რომასთან“ მატჩში მისმა გუნდმა რაც შესაძლოა ნაკლები შეცდომა უნდა დაუშვას.
„შეცდომები ისაა, რისთვისაც ასეთ მატჩებში ისჯები. ასე რომ არსია იმაშია, რაც შესაძლოა ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ, ჩვენ გათამაშებას დიდი გუნდები გამოვთიშეთ, მაგრამ წინ ყველაზე რთული თამაში გველოდება. ის გაიმარჯვებს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.
„რომა“ ძალიან ძლიერია დაცვაში. არა მგონი, რომ ამ გუნდს ბევრი მომენტი დასჭირდეა, რათა გოლი გაიტანოს და გავიმარჯვოთ. რომაელები თავს კომფორტულად გრძნობენ, როდესაც თავს საკუთარ კართან ახლოს იცავენ. თუმცა, ასევე კომფორტულად არიან, როცა მაღლა აწევა და პრესინგია საჭირო. ისინი არასოდეს ნერვიულობენ და ყოველთვის მშვიდად არიან. ჩვენც ასევე მშვიდად უნდა ვითამაშოთ“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ვებგევრდი.
ევროპა ლიგის ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





