ხვიჩა კვარაცხელია პოპულარული ამერიკული საკაბელო ტელეკომპანია ESPN-ის ვერსიით, იტალიის სერია A-ს სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
მის გარდა, სიმბოლურში „ნაპოლის“ სლოვაკი ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა, ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი და სამხრეთ კორეელი მცველი კიმ მინჯე დაასახელეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. სეზონის საუკეთესო მწვრთნელად „ნაპოლის“ თავკაცი ლუჩანო სპალეტი აღიარეს.
ESPN-ის ვერსიით სეზონის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: ივან პროვედელი („ლაციო“).
მცველები: ჯოვანი დი ლორენცო („ნაპოლი“), კიმ მინჯე („ნაპოლი“), ლუკას მარტინეს კუარტა („ფიორენტინა“), კარლოს აუგუსტო („მონცა“).
ნახევარმცველები: რაფაელ ლეაუ („მილანი“), ნიკოლა ბარელა („ინტერი“), სტანისლავ ლობოტკა („ნაპოლი“), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“).
თავდამსხმელები: ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“).
22 წლის კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირშო ჩატარებულ 40 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4 პენალტი გამოიმუშავა. მან სადებიუტო სეზონში იტალიის სერია A მოიგო, ხოლო მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო მოთამაშედ 3-ჯერ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი





