პოზნანის „ლეხმა“, სადაც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, სტუმრად „რაკუვს“ სძლია, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაჩემპიონდა.
მატჩის 32-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტნის კვეკვესკირისს პასის შემდეგ მარჩვინსკიმ გახსნა. 73-ე წუთზე “რაკოვის” მცველმა თავის საჯარიმოში კვეკვესსკირი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ველდემ გამოიყენა. კვეკვესკირი 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო წიტაიშვილი ისევ არ ათამაშეს.
„ლეხი“ 55 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ყაზახეთის რანგით მეორე ლიგაში „ელიმაიმ“ სტუმრად „აქტობე 2“-ს სტუმრად 5:0 სძლია. გამარჯვებულთა შემადგენლობაში დუბლი ბექა ქავთარაძემ შეასრულა.
„ჟენისმა“ გასვლაზე „თარაზს“ 4:0 აჯობა და სტუმრებში თავის ანგარიშზე ერთი გოლი თორნიკე ძებნიაურმა ჩაიწერა.
ლაშა თაბაგარი




