კიტეიშვილის გუნდი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძვის

0
58

ავსტრიის ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გრაცის „შტურმმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, ამჯერად, გრაცელებმა შინ „კლაგენფურტს“ 4:1 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს და შესვენების შემდეგ ამდენივე გოლი გაიტანეს. გარდა ამისა, პენალტი ვერ გამოიყენეს. სტუმრებმა მეტოქის კარი პირველ ტაიმში აიღეს. „შტურმი“ მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 3 ქულით ჩამორჩება.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 34-ე ტურში ბაქოს „ნეფთჩიმ“ სახლში „შამახს“ ვერ მოუგო – 1:1. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სოლომონ კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვატო არველაძე ბაქოელთა განაცხადში არ იყო. „ნეფთჩი“ 62 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.

ლაშა თაბაგარი