
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ იტალიის სერია A-ი დარჩენის შანსი კიდევ უფრო შემცირდა.
35-ე ტურში კრემონელები სტუმრად ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდნენ და 0:2 წააგეს. საქართველოსს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ტურინელები 1:0 იგებდნენ. ლოჩოშვილი იმ დროის განმავლობაში რაც მოედანზე გაატარა, დამაჯერებლად გამოიყურებოდა, შეცდომა არ დაუშვია, ორთაბრძოლებსაც იგებდა და გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის.
უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის მერე, ფაჯოლიმ 55-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 79-ე წუთზე ბრემერბმა მეტოქის კარი მეორედ აიღო.
ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „კრემონეზეს“ 4 ქულა აქვს და მე-19 ადგილზეა – მე-17 პოზიციაზე მყოფ „სპეციას“ 6 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი




