„მანჩესტერ იუნატედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ ნორვეგიის „მიოლდეში“ მუშაობის დროს ერლინგ ჰოლანდი მანჩესტერელებს 4 მილიონ ევროდ შესთავაზა, მაგრამ არავინ მოუსმინა.
„ნახევარი წლით ადრე, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი გავხდებოდი, კლუბის ხელმძღვანელებს დავურეკე და ჰოლანდის ყიდვა 4 მილიონ ევროდ შევთავაზეა. მე ვუთხარი, რომ გუნდისთვის საუცხოო ფორვარდი ვიპოვე, მაგრამ არავინ მომისმინა. ის ახლა „მანჩესტერ იუნაიტედში“ უნდა თამაშობდეს, თუმცა არავინ დამიჯერა. სადაა ახლა ჰოლანდი? არ მკითხოთ“ – იუწყება სულშერის ნათქვამს ინგლისური ტაბლოიდი The Sun.
ერლინგ ჰოლანდი ინგლისის ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
22 წლის ჰოლანდი პრემიერლიგაში სადებიუტი სეზონს ატარებს და 32 შეხვედრაში 35 გოლის გაიტანა, რაც ახალი რეკორდია/ გარდა ამისა, მან 7 საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე, რეკორდი ენდი კოულს (1993-1994, “ნიუკასლი“) და ალან შირერს (1994-1995, “ბლექბერნი“) ეკუთვნოდათ, რომელთაც 34-34 გოლი გაიტანეს, როცა პრემიერლიგაში 22 გუნდი თამაშობდა და 42 მატჩი იმართებოდა.
ნორვეგიელმა ამ სეზონში ყველა ტურნირში 45-ჯერ ითამაშა და 51 გოლი მიითვალა.





