აბურჯანიას გუნდმა ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა

0
26

„ჟილ ვისენტე“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის, პორტუგალიის პრიმეირალიგაში ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
32-ე ტურში ბარსელუშელები შინ „ბოავიშტას“ შეხვდნენ და 3:1 დაამარცხეს. ამჯერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძლებიდან ანგარიში 38-ე წუთზე ფრან ნავარომ გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 55-ე წუთზე სებასტიან პერესმა გაიტანა. 64-ე წუთზე ფრან ნავარომ დუბლი შეასრულა. 85-ე წუთზე მურილიომ პენალტი ზუსტად შეასრულა და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
„ბოავიშტასთან“ დაპირისპირებამდე „ჟილ ვისენტეს“ 8 მატჩი (2 ფრე და 6 წაგება) არ მოეგო. ბარსელუშელებს 34 ქულა აქვთ და 18-გუნდიან ჩემპიონატში 34 ქულით მე-14 ადგილზეა არიან.
ლაშა თაბაგარი