პიოლი: „კარგი შანსია რომ ლეაუმ „ინტერთან“ ითამაშოს“

0
65

„მილანის“ მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლის თქმით, დიდი შანსია, რომ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა რაფაელ ლეაუმ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში „ინტერთან“ საპასუხო შეხვედრაში ითამაშოს.
„ჩვენ მცირე პრობლემები გვაქვს, ისეთი როგორიცაა ლეაუს არყოფნა „სპეციასთან“ მატჩში. თუმცა, კარგი შანსია, რომ მან კვირას ივარჯიშოს და „ინტერთან“ შეხვედრისთვის მზად იყოს.
ზლატანი და ფლორენცი ისევ არ იქნებიან. „სპეციასთან“ კრუნიჩი და მესიასიც დაგვაკლდებიან.
ბენასერის გამოკლება გულდასაწყვეტი იყო. თუმცა, ტრავმები ჩვენ სამუშაოსთან დაკავშირებული რისკების განუყოფელი ნაწილია. ისმაილს ძლიერი ხასიათია აქვს, ფსიქოლოგიურად გამძლეა და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება“ – იუწყება პიოლის ნათქვამს Football Italia.
ლეაუმ ბარძაყის კუნთის ტრავმა იტალიის ჩემპიონატში „ლაციოსთან“ (2:0) მატჩში 6 მაისს მიიღო და ამის გამო, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების გარემარბმა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შინ „ინტერთან“ პირველი მატჩი გამოტოვა, რომელიც „როსონერიმ“ 0:2 წააგო.
საპასუხო თამაში ისევ მილანში ჩატარდება და ამჯერად, ჯუზეპე მეაცას სახელოვის “სან სიროს” სტადიონზე მასპინძელი “ინტერი” იქნება.