რონალდ კუმანი: „ამის გაკეთება უკეთესად შეიძლებოდა“

0
1

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე შეხვედრაში შვედეთთან 5:1 გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, რომ ანგარიშის მიუხედავად ზოგიერთი რამის გაკეთება უკეთესად შეიძლებოდა.
„ტურნირზე პირველი მატჩის მოგება ძალიან გვსურდა. ამიტომ, დღეს ჩვენზე გარკვეული ზეწოლა იყო, რადგან არ გვსურდა, რომ ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყვეტილიყო.
ბევრი ეპიზოდში ძალიან კარგად ვმოქმედებდით. თუმცა, 5:1 ანგარიშის დროსაც ჩანდა, რომ ძალიან ბევრი დრო გვჭირდება, რათა მეტოქის თამაშში ცვლილებას ალღო ავუღოთ. საუცხოო გამარჯვება და შედეგია. მიუხედავად ამისა, იყო მომენტები, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის გაკეთება უკეთესად შეიძლება“ – იუწყება კუმანის ნათვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში ბრობიმ გახსნა, რომელმაც 12 წუთში დუბლი შეასრულა. 47-ე წუთზე გაკპომ ნიდერლანდელთა უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. მან 54-ე წუთზე შვედების კარი მეორედ აიღო. 59-ე წუთზე ალენგამ ერთი ბურთი გაქვითა. 89-ე წუთზე სამერვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ნიდერლანდებს მსოფლიო ჩემპიონატებზე სათამაშო დროში ზედიზედ 14 თამაში არ წაუგია, რაც რეკორდია – ბრაზილიის მიერ 1958 და 1966 წლებში ნაჩვენები მიღწევა გააუმჯობესა. ბოლოს, „ნარინჯისფრები“ 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის ფინალში ესპანელებთან დამარცხდნენ – 0:1.
ნიდერლანდებმა მსოფლიო პირველობაზე გამოსვლის პერიდში 100 და მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ განსხვავებით სხვა გუნდებისგან, რომლებსაც იმავე შედეგი აქვთ, ტიტული არ მოუგიათ.
ლაშა თაბაგარი