ლაშა დვალიშვილმა „ტორპედოს“ ქულა ააღებინა

0
72

ქუთაისის „ტორპედოდან“ კახა ჩხეტიანის და მისი სამწვრთნელო შტაბის დათხოვნის შემდეგ, გუნდს დროებით სპორტული დირექტორი ლაშა დვალიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია და მანამდე კლუბის პრესსამსახურს უძღვებოდა.
კრსტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მეორე სათამაშო დღე თბილისის ზღვაზე ილია კოკაიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში გაიმართა, სადაც გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა „გაგრამ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ.
„ტორპედო“ 20 ქულით 10-გუნდინ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ 11 ქულით – მეშვიდეა.
თუ ვინ იქნება „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი უახლოს ხანში გაირკვევა.

ლაშა თაბაგარი