„სამგურალმა“ „დინამოც“ არ დაინდო – კუტალაძე და ჭიაბრიშვილი გააძევეს

0
77

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩში წყალტუბოში გაიმართა, სადაც გიორგი ჭელიძის თავკაცობით „სამგურალმა“ რეაბილიტირებულ 26 მაისის სახელობის სტადიონზე ამ სეზონში თავისი პირველი მატჩში სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით სძლია.
მატჩის მე-11 წუთზე „დინამოს“ მეკარე ლუკა კუტალაძე გააძევეს, რადგან საჯარიმოს გარეთ გამოსულმა მასპინძლების ფორვად გიორგი ნიქაბაძეს კი დაასწრო, მაგრამ ხელით ითამაშა. მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასოსტენთან გადაამოწმა და გადაწყვეტილება მას მერე მიიღო.
„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მეკარე დავით კერესელიძე თამაშში ბრაზილიელ ნახევარმცველ ვაგნერ გონსალსვესის ნაცვლად ჩართო.
ამის შემდეგ „სამგურალი“ ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა და ტაიმის შუაწელში ხელსაყრელი პოზიციიდან გიორგი ნიქაბაძის თავურმა მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო შემდეგ ნიკა ხორხელმა საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათო, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
30-ე წუთზე ბრაზილიელი ჯეფერსონ ჯერალდო შეტევის მარჯვენა ფლანგზე დავით კობოურს გაექცა და საჯარიმოში შესულმა ნიქაბაძეს მოძებნა, რომელმაც თავით ბურთი ზედა ძელს მოახვედრა.
42-ე წუთზე „სამგურალის“ კონტრშეტევის დროს ნიკა ხორხელმა მარჯვნიდან ოდან ცენტრისკენ შეიწია და დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა – კერესელიძემ თბილისელები ვერ იხსნა.
ტაიმის მიწურულს იმრანი მასპინძლების საჯარიმოს სიახლოვეს დავით მაისაშვილს გაცდა და მისი დარტყმის მერე ნოდარ ყალიჩავამ ბურთი ხელში დააფიქსირა.
პირველი ტაიმის მიწურულს, მეოთხე მსაჯის ნათქვამის საფუძველზე ყრუაშვილმა ჭიაბრიშვილმა გააძევა და ამ ფაქტმა „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბი აღაშფოთა, რასაც თბილისელთავკაცის ერთ-ერთი თანაშემწის ლაშა ნოზაძის გაფრთხილება მოჰყვა.
შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე, გაბრიელ სიგუამ წყალტუბოელთა თითქმის საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ დაარტყა და ყალიჩავამ საიმედოდ ითამაშა.
შეხვენების შემდეგ „სამგურალმა“ თამაში ისევ აქტიურად გააგრძელა და გოლის გატანის შანსი ჯერ ომარ პატარკაციშვილმა გაუშვა კუთხურის შემდეგ, რასაც ცოტა ხანში ჯეფერსონ ჯერალდოს მიერ გაცუდებული დარტყმა მოჰყვა.
57-ე წუთზე შეცვლაზე შესული გიორგი მაისურაძე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნდან შეიჭრა და კარგი პასი გაუკეთა იმრანს, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:1. ანგარიშის გათანაბრებიდან მცირე ხანში გვინეელი უსმანე კამარა ერთ მეტოქის გაექცა და საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
74-წუთზე ნიკა ხორხელი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და გიორგი ხარაიშვილს გაცდა, რასაც კარში დარტყმა მიაყოლა, თუმცა დუბლის შესრულებაში ხელი კერესელიძემ შეუშალა.
78-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ლადო ჩიხრაძემ ერთი შეხებით საუცხოო პასი მისცა ასევე მეორე ტაიმში თამაშში ჩართულ ლიკა ხორხელს, რომელმაც მცველს ძალისმიერ ორთაბრძოლაში აჯობა და ბურთი დაუბრუნა ჩიხრაძეს, ამ უკანასკნელის დარტყმა კი ზუსტი აღმოჩნდა – 2:1.
83-ე წუთზე წყალტუბოელთა იერიშის დროს საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი კალანდარიშვილის პასის მერე, მეტოქის კარის წინ მდგომა რუსმა ნიკიტა სიმდიანკინმა, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა ორი მეტრიდან ბურთი კარს ააცილა. 85-ე წუთზე ხარაიშვილის პასის შემდეგ სერბმა ზორან მარუშიჩმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და ყალიჩავამ გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა.
„სამგურალმა“ ზედიზედ მე-7 თამაში მოიგო და 28 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში გალიდერდა. „დინამო“ 24 ქულით მესამეა.
ლაშა თაბაგარი