რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის იური სიომინის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელი გულშემატკივრების კერპია.
„ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლია. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ასეთ მოთამაშედ. ნეაპოლელებისთვის კვარაცხელია კერპია. ხვიჩა ქართველია, რომელიც ნეაპოლელებს ჰგავს. ის ნებისმიერ ადამიანთან კარგად კონტაქტობს, რის წყალობით ადაპტაციას სწრაფად გაიარა და ასეთ შედეგს აჩვენებს. ხვიჩა ჩვენი ახალგაზრდობისთვის საუცხოო მაგალითია“ – განაცხადა სიომინმა sport-express.ru-სთან.
კვარაცხელიამ, რომელიც იტალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს, „ნაპოლი“ შემადგენლობაში სერია A დასრულებამდე 5 ტურით ადრე მოიგო. მან მიმდინარე სეზინში ყველა ტურნირში გამართულ 38 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4 პენალტი გამოიმუშავა.
ლაშა თაბაგარი





